სამართალი
ახალციხეში სახლი გაქურდეს
29 დეკემბერს, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლი გაქურდეს.

თვითმხილველების თქმით, ,,დავინახეთ უცხო მამაკაცი, რომელიც შევიდა სახლში. როდესაც მეპატრონეს ვუთხარით, მაშინვე სახლისკენ წავიდა, როგორც ჩანს ქურდმა ნაბიჯების ხმა გაიგო და გაიქცა".

წაღებულია ფული და ძვირფასი ნიივთები.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
| Print |