სამართალი
ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
თავდასხმა დეპუტატზე - გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დეპუტატზე თავდასხმის შესახებ "რუსთავი 2" წერს. მედიასთან დეპუტატი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. 

"ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო," - ამბობს ოხანაშვილი.

პირი, რომელმაც დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა, ვახტანგ რობაქიძეა - ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 151 მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.
| Print |