სამართალი
5 839 ავარია და 481 გარდაცვლილი ერთ წელში

 

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა - ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

საზოგადოებრივ ირგანიზაციაში ამბობენ, რომ 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულთა რაოდენობა კი 12 %-ით შემცირდა.

2015 წელს საქართველოში 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9 187.

2016 წელს მოხდა 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

2017 წელს 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8 461.

2018 წელს ჯამში 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9 047.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
| Print |