სამართალი
ახალციხეში, მამაკაცის ცხედარი მისსავე სახლში იპოვეს

 

59 წლის მამაკაცის ცხედარი ქალაქ ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე, მისივე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. უცნობია, როდის გარდაიცვალა იგი. ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა.

ამ დროისთვის გარდაცვლილს ახალციხის პროზექტურაში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება, რითიც გარდაცვალების მიზეზი და დრო გახდება ცნობილი.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე მუშაობს „მეცხრე არხის“ ჯგუფი და მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |