სამართალი
ტექინსპექტირების ცენტრში ორმა პირმა გაუმართავ მანქანებზე ყალბი დასკვნა გასცა - საგამოძიებო სამსახური

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტექდათვალიერების ცენტრში ორი პირი დააკავა, რომლებსაც გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღებას ედავება.

გამოძიების ვერსიით, ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი, გურიის რეგიონში მდებარე სერვის ცენტრებში, კერძო პირების მანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბ დასკვნებს გასცემდნენ.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 - ე და 362 - ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
| Print |