სამართალი
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი მცირეწლოვანი თბილისში გადაიყვანეს
ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი მცირეწლოვანი დაშავდა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.

ორ მათგანს პირველადი დახმარება ჩაუტარდა, მესამე კი მართვის სუნთქვაზე მყოფი კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.

„ერთ-ერთი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას თავის ქალის მძიმე ტრამვა აღენიშნება. იგი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია და დამატებითი კვლევებისთვის თბილისის ბავშვთა სავადმყოფოში გადაიყვანეს“,- ამბობს ქირურგი კობა გრიგალაშვილი.

მედიკოსების თქმით, დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებათ.

დაშავებულთა ნათესავი ბეჟან გვირჯიშვილი განმარტავს, რომ ავარიის თავიდან ასაცილებლად მძღოლმა გვერდით გადაუხვია, რის გამოც მოყინულ გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა.


| Print |