სამართალი
ნინოწმინდაში არადეკლარირებული ოქროს შემოტანას ცდილობდნენ

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით 529,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით,
ამის გარდა 242,29 გრამი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“. საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმები - 12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

| Print |