სამართალი
„სოფლის ახალგაზრდობა ეძებდა და ვერ ნახეს“- ნაქალაქევის მკვიდრი
ასპინძაში, მდინარე მტკვარში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. რ.ო. სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია. თანასოფლელები თვითმკვლელობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და მდინარეში ჩავარდა.
სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

გარდაცვლილი სახლიდან გუშინ, 23 თებერვალს დილით გავიდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, მამაკაცს ეძებდა სოფლის მოსახლეობაც, ცხედარს კი დღეს დილით მიაკვლიეს. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამ,დე მიყვანას გულისხმობს.

| Print |