სამართალი
სოფელ აწყურში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოგლიჯეს

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში „ლიბერთი ბანკის“ ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. შემთხვევა 10 მარტს, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ თანხა წაღებული არ არის, რადგან ყოველ საღამოს აპარატიდან ფულს იღებენ.

მოგლეჯილი აპარატი მდინარე მტკვრის ნაპირზე ნახეს.

„იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელში იდგა. არ იკეტება ეგ ოთახი. სოფელში მოსახლეობას როცა გვჭირდებოდა ჩარიცხვა, ნებისმიერ დროს მივდიოდით, დღისით თუ ღამით. გუშინ დილით მოვიდა პოლიცია, ამოიღეს ვიდეოთვალის ჩანაწერები. საღამოს ხუთ საათზე ხსნიან აპარატს და იღებენ ფულს, ამიტომ არა მგონია რამე თანხა ყოფილიყო შიგ. მოგლიჯეს და წაიღეს მტკვირის ნაპირზე, დამტვრეული დააგდეს იქვე“, - გვითხრეს აწყურში.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

 

| Print |