სამართალი
24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 286-მა პირმა დაარღვია

 

პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული
შეზღუდვების დამრღვევი პირები გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 82 მოქალაქე დააჯარიმეს.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების
წესის დარღვევის ფაქტზე კი 59  პირი დააჯარიმეს.

დროის ამ მონაკვეთში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით", - წერია შსს-ს განცხადებაში.

 

| Print |