სამართალი
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 139 პირი დაჯარიმდა

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 139 ახალი ფაქტი
გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

პოლიციამ, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 59 მოქალაქე
დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში
3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 55 მოქალაქე დააჯარიმა.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

ამ დროში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი
ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო
რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს
" - წერია შსს განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

| Print |