სამართალი
ხვიჩა გვირჯიშვილი გარდაიცვალა
8 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ხვიჩა გვირჯიშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. 

მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მეგობრებმა სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს და მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებდნენ.

თუმცა ხვიჩა გვირჯიშვილმა მხოლოდ 19 აპრილამდე იცოცხლა.

ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ ივლიტასთან. მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაყირავდა.
| Print |