სამართალი
2020 წლის პირველ კვარტალში ავარიისას დაღუპულთა რიცხვი 15,5%-ით გაიზარდა

 

2020 წლის პირველ კვარტალში 1 236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 134, ხოლო დაშავდა 1 610 პირი - მონაცემებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, შსს-ს მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა 2019-2020 წლების პირველი კვარტალის (იანვარ-მარტი) მონაცემთა ანალიზის მიხედვით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი 15,5%-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევების რაოდენობა - 5%-ით, დაშავებულთა რიცხვი კი შემცირდა 9,5%-ით. აღსანიშნავია, რომ თბილისში დაიღუპა 25 ადამიანი, 721 პირი კი დაშავდა.

შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, დედაქალაქის შემდეგ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც 134 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აჭარაში კი - 105 შემთხვევა.

ავტოავარიაში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ სამ რეგიონში - 32 პირი.

2020 წლის პირველ კვარტალში 0-16 წლამდე 8 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 142 დაშავდა. გარდაცვლილია 33 ქვეითად მოსიარულე და დაშავებულია – 349 ქვეითი.

„საგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები კი შემდეგია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში

ცნობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ - info.police.ge“ ,
- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

| Print |