სამართალი
ავარია ბორჯომში

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ ბორჯომში. რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

"22 წლის ბიჭია, მანქანა თავისი არ არის, დეიდაშვილმა ათხოვა",
- გვითხრეს მძღოლის ახლობლებმა.

ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. კლინიკის მენეჯერის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"მრავლობითი ჭრილობები აქვს, ასევე ტვინის შერყევა. ინტენსიურ პალატაში
წევს ", - გვითხრა ირაკლი დიასამიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |