სამართალი
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის, 26 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა
საქართველოში კოვიდ-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე თქმით, მათ შორის კონკრეტულად:
- თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი: საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;
- მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა: დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
- მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება: დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
- 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა: დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
- კომენდანტის საათის დარღვევა: დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება: დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
- იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
- ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით დაჯარიმებას.
გააზიარეთ :