სამართალი
სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს და ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს არმენ მკოიანს, აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, ორთვენახევრიანი პატიმრობა გირაოთი მას შემდეგ ჩანაცვლდა, რაც თითოეულმა 20 000 ლარი გადაიხადა.

აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმიშვილის ადვოკატმა ერთი თვის წინ დააყენა. ტარიელ მურმანიშვილის თქმით, 19 წლის არმენ მკოიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისი ყოფნა პენიტენციურ დაწესებულებაში მის მდგომარეობას გააუარესებს. ამისთვის ჯავახეთში ხელმოწერებიც შეაგროვეს.

საქმის განხილვა 17 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოხდება.

დაკავებულებს ბრალი ხულიგნობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ.

აღნიშნულ საქმეზე შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. სამველ პეტროსიანი და არმენ მკოიანი 29 მარტს დააკავეს.


31 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ორივე მათგანს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა
განუსაზღვრა. 

ამავე თემაზე შეიძლება, დაგაინტერესოთ:

დეპუტატ მკოიანის ძმიშვილის გათავისუფლების თხოვნით, ჯავახეთში ხელმოწერები შეაგროვეს

,,სროლის შესაჩერებლად ბოლოს მეც ჰაერში ვისროლე"- დეპუტატი


"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ჩემი მოკვლა სცადა - ენზელ მკოიანი

| Print |