სამართალი
ავარია ფარეხასთან მსხვერპლით დასრულდა (ვიდეო)
მსხვერპლით დასრულდა ავარია ფარეხასთან. 55 წლამდე ასაკის მამაკაცი სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად ცუდად გახდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა.

დ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ავტომანქანის მძღოლი კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |