სამართალი
ქვიშხეთთან ავარიისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ბორჯომი-ხაშურის გზაზე, ქვიშხეთთან იანვარში მომხდარი ავარიისას დაშავებული 30 წლის ქალი გარდაიცვალა. ავტომობილი, რომელშიც ოჯახის ხუთი წევრი იჯდა, მდინარეში გადავარდა. მომხდარის შედეგად მამა და სამი შვილი გარდაიცვალა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე აპარატზე იყო შეერთებული და დღეს, 27 ივნისს გარდაიცვალა.

ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში, ქუთაისში ბრუნდებოდა. შემთხვევას ადგილზევე ემსხერპლა 33 წლის მამაკაცი და მისი სამი შვილი. ქალს კი კლინიკაში გული აუმუშავეს.

| Print |
თეგები: ავარია / ქვიშეთი /