სამართალი
საქართველოში 20 დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
2020 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სულ 54 ადამიანი დაიკარგა, საიდანაც 34 პოლიციამ იპოვა, 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგულ 54 ადამიანს შორის 18 წლამდე ასაკის 13 პირი იყო. აღნიშნული 13 არასრულწლოვნიდან 10 ნაპოვნია და 3-ის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

www.interpressnews.ge -ის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში 18-დან 24 წლამდე ასაკის 5 ადამიანი დაიკარგა, მათგან 2 ცოცხალი იპოვეს, ორი გარდაცვლილი, არ უპოვიათ ერთი ადამიანი.

იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგული 54 ადამიანიდან 25-დან 45 წლამდე ასაკის 16 ადამიანი იყო, 8 იპოვეს, მათგან ერთი გარდაცვლილი.

54 დაკარგულიდან 46-დან 60 წლამდე ასაკის 12 ადამიანი იყო, 5 იპოვეს, მათგან 2 გარდაცვლილი იყო.

მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 54 ადამიანიდან 60 წლამდე და უფროსი ასაკის 8 ადამიანი იყო, მათგან ერთი ცოცხალი იპოვეს, სამი - გარდაცვლილი, 4-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაკარგულ პირთა უმრავლესობა, 51% საქართველოს მოქალაქეა.
| Print |