სამართალი
ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა შვიდ აგვისტოს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. 

"გზაზე გადმოდიოდა და მანქანა დაეჯახა. თავიდან გონება დაკარგა. ხალხმა წყალი მოვიტანეთ და მივასხით. ფეხები და სახე სულ სისხლიანი ჰქონდა",
- გვითხრეს ადგილობრივებმა. 

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც nissan-ის მარკის მანქანა გზის გადაკვეთისას დაეჯახა, პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარებამ ადგილზე აღმოუჩინა. ჯგუფს დაშავებული კლინიკაში ამ წუთევში გადაჰყავს. რა სახის დაზიანებები მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევისას - ამაზე ინფორმაცია ექიმებს ჯერ არ აქვთ. 
| Print |
თეგები: ავარია / ქვეითი /