სამართალი
ახალციხეში დაკავებული პირის საქმე არ უკავშირდება ჯავახეთს - შსს
ახალციხეში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ალბერტ გრიგორიანს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება. 

22 აგვისტოს, გვიან ღამით დაკავებული 37 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის ადვოკატი მარტიროს ოგანესიანი აცხადებს, რომ საჯარო განცხადებებს დაკავებულთან შეთანხმების შემდეგ გააკეთებს. ოჯახში მომხდარზე არ საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
| Print |