სამართალი
ალბერტ გრიგორიანი უდანაშაულოა - დაკავებულის ახლობლები
დღეს, 25 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ალბერტ გრიგორიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ლუიზა თოდუამ განიხილა და დაკავებულს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

22 აგვისტოს, გვიან ღამით დაკავებული 37 წლის მამაკაცი პროცესს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დისტანციურად ესწრებოდა.

დაკავებულის ადვოკატი მარტიროს ოგანესიანი აცხადებს, რომ დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გრიგორიანის მხარდამჭერები და ახლობლები კი მის უდანაშულობაზე საუბრობენ. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

შემდეგი პროცესი 20 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე გაიმართება.



| Print |