სამართალი
ახალქალაქში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა, დედა და შვილები კი დაშავდნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს გზაზე. ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. კლინიკის მენეჯერის თქმით, დედას და მის ორ შვილს თავის არეში მსუბუქი დაზიანებები აქვთ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენთან შემოიყვანეს სამი დაშავებული - დედა და ორი შვილი. მძიმე არც ერთია, ტარდება კვლევები, დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ იგეგმება. ჭრილობები არ აქვს, თავის არეში დაჟეჟილობები აქვთ. კონტაქტურები არიან. მეოტხე პირი ადგილზე გარდაიცვალა, ჩვენთან არ შემოუყვანიათ“,
- გვითხრა კლინიკის დირექტორმა ალექსანდე თოროიანმა.

რომელი მუხლით დაიწყო მომხდარის გამოძიება - ინფორმაციას შსს-დან ამ დრომდე ველით.

| Print |