სამართალი
ნინოწმინდაში სახლი და სკოლა გაქურდეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქურდობის ორი ფაქტი მოხდა. რადიო "ნორის" ინფორმაციით, ქალაქ ნინოწმინდაში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, ხოლო სოფელ სათხაში – სკოლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოიება ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სოფელ სათხას სკოლის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირია იდენტიფიცირებული.

რაც შეეხება ნინოწმინდაში მოხდარ შემთხვევას, სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

| Print |