ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ავტომობილი გადაბრუნდა
დღეს, 21 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნინოწმინდა-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. "Parvana Tv"- ს ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი ნინოწმინდის ცენტრალურ საავადმყოფოში მოტეხილობებით გადაიყვანეს.
პოლიცია შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.