სამართალი
ბორჯომში ავტომობილი ქვების გროვას შეეჯახა
ბორჯომში, თორის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვების გროვას შეეჯახა. ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ტელეკომპანია"ბორჯომი" ავრცელებს. მანქანაში, სადაც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ხელის მოტეხილობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრანსპორტი სავარაუდოდ ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრაობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

შსს-ს ინფორაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |