ცოლ–შვილზე მუქარაში ბრალდებული სკოლის დირექტორი ბრალს არ აღიარებს
21:48 / 24.09.2020
მეუღლისა და და შვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული სკოლის დირექტორი დუმილის უფლებას იყენებს – ამის შესახებ ბრალდებულის ადოკატმა განაცხადა. ეკატერინე აბაშიძის თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლემ მანამდე შეიტანა განქორწინებაზე სარჩელი, სანამ მეუღლის მხრიდან მუქარის შესახებ განაცხადებდა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ქალს ძალადობის გამო არ სურდა განქორწინება, რადგან სარჩელში სხვა მიზეზი აქვს მითითებული.
სკოლის დირექტორს ბრალს ხვალ, 25 სექტემბერს წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ შსს–ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.