სამართალი
ცოლ–შვილზე მუქარაში ბრალდებული სკოლის დირექტორი ბრალს არ აღიარებს
მეუღლისა და და შვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული სკოლის დირექტორი დუმილის უფლებას იყენებს – ამის შესახებ ბრალდებულის ადოკატმა განაცხადა. ეკატერინე აბაშიძის თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლემ მანამდე შეიტანა განქორწინებაზე სარჩელი, სანამ მეუღლის მხრიდან მუქარის შესახებ განაცხადებდა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ქალს ძალადობის გამო არ სურდა განქორწინება, რადგან სარჩელში სხვა მიზეზი აქვს მითითებული.

სკოლის დირექტორს ბრალს ხვალ, 25 სექტემბერს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ შსს–ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,
- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |