სამართალი
სოფელ რუსთავთან ავარიისას ქალი და ორი ბავშვი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რუსთავთან. მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებულები - მანქანის სამი მგზავრი - დედა და ორი შვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "იმედში" გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტებს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. ორივე მცირეწლოვანი თბილისში, კატასტროფის ჯგუფმა გადაიყვანა, დედას კი ქირურგიული ოპერაცია უტარდება, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო თბილისში მისი გადაყვანა.

რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება - ინფორმაციას შსს-დან ამ დრომდე ველით.
| Print |