სამართალი
სკოლის დირექტორი საპატიმროში უძრავი ქონების უზრუნველყოფამდე დარჩება
ცოლ-შვილზე მუქარის ბრალდებით დაკავებული სკოლის დირექტორი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება. სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით 10 000 ლარი 25 სექტემბერს შეუფარდა.

,,ეს არ ნიშნავს, რომ იგი დამნაშავეა, ვიდრე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს. 10 ათასი ლარი სახლში ბევრს არ უდევს, ამიტომ მისი გამოყვანა უძრავი ქონების უზრუნველყოფის შემდეგ მოხდება. ახლა დასკვნას ველოდები“ - განუცხადა "მეცხრე არხს" დაკავებულის ადვოკატმა ეკა აბაშიძემ.

ბრალდებული სკოლის დირექტორი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და მომხდარზე არ საუბრობს.

შსს–ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, მამაკაცი 23 სექტემბერს
დააკავეს.
| Print |