სამართალი
ახალციხეში, "თბილ წყლებთან" ცხედარი იპოვეს
ახალციხის ექსპერტიზის ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს 1981 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედრის ექსპერტიზა.

ახალგაზრდა კაცი 15 ოქტომბერს ახალციხეში მდებარე ერთ–ერთ საამქროსთან გარდაიცვლილი იპოვეს. მეგობრების განცხადებით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

,,ადრეც ჰქონდა პრობლემები, თავის და გულის არეში, ოპერაციაც გაუკეთეს მაგრამ ვერაფერი უშველეს. 39 წლის არის, ორი შვილი დარჩა", – აცხადებენ ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |