ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე ავარია მოხდა
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. Opel-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და სამოძრაო ზოლიდან გავიდა. შედეგად დაზიანებულია ავტომობილი.
რადიო "ნორის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.