სამართალი
ბორჯომში მაშველებმა მდინარიდან ქალი ამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს. შემთხვევა 27 ოქტომბერს საღამოს, "სილამაზის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მაშველებმა ქალი მდინარიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

"კრიმინალურმა პოლიციამ, დაახლოებით 10-ის ნახევრისთვის შეგვატყობინა, რომ სილამაზის ხიდთან, მდინარეში ახალგაზრდა ქალი იყო ჩავარდნილი. რა მოხდა ჩვენთვის უცნობია. ოპერატიულად მოხდა ადგილზე გასვლა და მისი მდინარიდან ამოყვანა. ქალი მდინარეში იყო ჩავარდნილი და იქვე ხეს იყო მოჭიდებული. მთავარია, რომ ჯანმრთელი და უვნებელია" - აცხადებს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი.


წყარო: borjomi.tv
| Print |