სამართალი
ახალქალაქის შესასვლელთან სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა
ახალქალაქის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შედეგად, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო მოძრაობის ზოლი.

სატვირთოს მძღოლის განმარტებით, ავტომობილმა ტვირთის სიმძიმეს ვერ გაუძლო და მოსახვევში გადაბრუნდა.

სატვირთო "პემზით" იყო დატვირთული.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


| Print |