სამართალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

„არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონი ტარებით“
, - განაცხადა სირაძემ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნინული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა”,
-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


| Print |