სამართალი
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩის №30-ში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და "სუბარუს" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთცვევის დროს არავინ დაშავებულა. 

თვითმხილველის თქმით, შავი "ფოლკსვაგენის" მარკის მანქანა შესახვევში შედიოდა, რა დროსაც თეთრი "სუბარუ" დაეჯახა.

"მუხრუჭს დავაწექი, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო" - ამბობს "სუბარუს" მძღოლი.

შემთხვევის ადგილზე მხოლოდ სამართალდამცველები იმყოფებიან.


| Print |