სამართალი
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია 3 მანქანა - BMW-ს Mercedes C კლასისა და Mercedes E კლასის ავტომობილები. JNEWS-ის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ერთ-ერთი მძღოლის თქმით, სამი ავტომობილი ერთმანეთს მეოთხე მანქანის არასწორი მანევრირების შედეგად შეეჯახა. ერთ-ერთი გამვლელის თქმით, მათი მისვლის დროს, მე-4 ავტომობილი, რომელიც შეჯახების მიზეზი გახდა, ტერიტორიაზე არ იყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებს, ადმინისტრაციული კანონდარღვევის პასუხისმგებლობისათვის, ჯარიმა გამოუწერეს.

შემთხვევა 14 დეკემბერს მოხდა. 
| Print |