სამართალი
ადიგენის სოფელ უდეში 82 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ადიგენის სოფელ უდეში 82 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი სახლში მარტო იმყფებოდა და სროლის ხმის გაგების შემდეგ, უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ში განმარტავენ რომ, ძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე ძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული მუხლები გადაკვალიფიცირდეს, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
| Print |