სამართალი
ახალციხეში მაღაზიაში შეირაღებული პირი შეიჭრა
ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე, მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. მარკეტში "თეო თეო" შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის წაღება სცადა. ამ დროისთვის მაღაზიაში გამყიდველი იმყოფებოდა.

შემთხვევა დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცვეები. მაღაზიას ყვითელი ლენტი აქვს შემოვლებული. წაიღო თუ არა უცნობმა პირმა თანხა - დეტალები უცნობია. ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ველით შსს-ს პასუხსაც.
| Print |