სამართალი
დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები ღამეს სასტუმროში გაათევენ
დაზიანებული კორპუსის 30-მდე მაცხოვრებელი სასტუმროებში გადაჰყავთ, მათ დაბინავებას ახალციხის მერია უზრუნველყოფს. მერის მოადგილის გურამ მელიქიძის განმარტებით, ისინი უკან დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ექსპერტები დაადგენენ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უასფრთხოა.

„დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები სასტუმროებში გადაგვყავს. ხვალ ექსპერტები მოვლენ შემთხვევის ადგილზე და დაზიანებებს შეისწავლიან. თუ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იქნება, ისინი სახლებში დაბრუნდებიან“ - აცხადებს ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

რუსთაველის ქუჩაზე აფეთქება დღეს, 24 დეკემბერს მოხდა. პირველადი ინფორაციით შენობაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი დაშავებული გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

| Print |