სამართალი
მელიქ რაისიანი სამართალდამცველებს შვილის უკანონოდ დაკავებასა და ცემაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მელიქ რაისიანი სამართალდამცველებს უმცროსი ვაჟის, კარლოს რაისიანის უკანონოდ დაკავებასა და ცემაში ადანაშაულებს. შემთხვევა 23 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12:00 საათზე მოხდა. მელიქ რაისიანის ვაჟმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კომენდანტის საათის წესები დაარღვია და ქუჩაში გავიდა. რაისიანის თქმით, პოლიციელებმა შესაბამისი ოქმის შევსების ნაცვლად მის შვილს განყოფილებაში წასვლა მოსთხოვეს.

„საღამოობით ყოველთვის გადიოდა ძაღლთან ერთად. პოლიციელმა არმენ კარაპეტიანმა ,რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობს და კიდევ საამმა კოლეგამ იგი გააჩერეს და უთხრეს რომ წესებს არღვევდა. ჩემმა შვილმა უპასუხა, რომ შეევსოთ ოქმი და ჯარიმას გადაიხდიდა“ - ამბობს მელიქ რაისიანი.

მისივე თქმით, პოლიციამ სცადა, რომ ოქმის გასაფორმებლად, იგი განყოფილებაში წაეყვანა, თუმცა კარლოს რაისიანმა წინააღმდეგობა გაუწია.

”მათ იძალადეს ჩემ შვილზე. თავიანთი ქმედება კი გაამართლეს იმით, რომ მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხელბორკილები დაადეს მაშინვე და ცემა დაუწყეს”,
- ამბობს მელიქ რაისიანი.

დაკავებულის მამა არ უარყოფს, რომ მისმა ვაჟმა დაარღვია კომენდანტის საათი და არ ეკეთა სამედიცინო ნიღაბი. თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდათ პოლიციელებს ოქმი თან და რატომ უნდა წაყვანათ მისი ვაჟი განყოფილებაში.

კარლოს რაისიანის საქმე ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 24 დეკემბერს განიხილა. სასამართლომ მას 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს პოლიციელთა შეურაცხყოფას ედავება.

მელიქ რაისიანი ამბობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველს უკვე მიმართა. ოჯახი ასევე აპირებს საქმე სააპელაციო სასამრთლოში გაასაჩივროს და საწინააღმდეგო სარჩელიც შეიტანოს.

"ჩემი ძმა კრიმინალებმა უკანონოდ დააკავეს. მათ ეგონათ, რომ დაკავებით ჩვენ შეგვაშინებდნენ. ჩვენ სააპელაციოში გადავიტანთ ამ საქმეს. ასე არ დავტოვებთ" - ამბობს დაკავებულის ძმა აშოტ რაისიანი.

ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი და რატომ არ გამოუწერეს კანონდამრღვევს ჯარიმა ადგილზე - "მეცხრე არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება.
" ჩემ ძმას კრიმინალებმა უკანონოდ დააკავეს. მათ ეგონათ რომ დაკავებით ჩვენ შეგვაშინებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩვენ სააპელაციოში გადავიტანტ ამ საქმეს და ასე არ დავტოვებთ" - ამბობს დაკავებულის ძმა, აშოტ რაისიანი." ჩემ ძმას კრიმინალებმა უკანონოდ დააკავეს. მათ ეგონათ რომ დაკავებით ჩვენ შეგვაშინებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩვენ სააპელაციოში გადავიტანტ ამ საქმეს და ასე არ დავტოვებთ" - ამბობს დაკავებულის ძმა, აშოტ რაისიანი.
| Print |