ძალიან დიდი აფეთქება იყო - დიდ ხანჩალში უბედური შემთხვევის შესახებ ყვებიან
22:02 / 28.12.2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში 75 წლის ქალი გარდაიცვალა. თანასოფლელების თქმით, მიზეზი გამათბობლის აფეთქებაა. შემთხვევის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად მან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება სახის არეში მიიღო. სოფელში ამბობენ, რომ ოჯახი გამათბობელს, რომელიც ბუნებრივ აირზეც და შეშაზეც მუშაობს, ორი წელია მოიხმარს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტის უფასრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.