სამართალი
სათხაში, მკვლელობაში ბრალდებულს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა. ახალციხის რაიონული სასამართლოში ბრალდებულის ო.პ.-ს პროცესი ხვალ გაიმართება. ბრალდებულის ადვოკატი ლიკა ბიწაძე მეცხრე არხთან განმარტავს, რომ საქმის მასალებს ეცნობა და დეტალებზე მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

სათხაში ახალ წელს მომხდარი ინციდენტის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ნათესავებს შორის დატრიალებული ტრაგედია წლების წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. ორ ოჯახს შორის დაწყებული კონფლიტს მსხვერპლი მოჰყვა.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული ო.პ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1-ლ იანვარს დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


| Print |