სამართალი
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. შემთხვევა სოფელ კლდეში მომხდარს უკავშირდება. მ.კ.-ს ადვოკატის ტარიელ ბალაბანაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

"საქმე არ დასრულებულა, განაჩენი არ დამდგარა. მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე იყო სხდომა. დასაშვებად იქნა ცნობილი მტკიცებულებები. მათი ნაწილი სადავოდ იქნა ცნობილი, ნაწილი უდავოდ" - განმარტავს ადვოკატი.

მომდევნო სასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა, რა დროსაც საქმის არსებითი განხილვა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ კლდეში მოხდა. მ.კ.–ს გამოძიება ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნების თანდასწრებითა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას ედავება.

ცოლ–ქმარს შორის მომხდარი კამათის დროს, მამაკაცმა მეუღლეს გაარტყა. ინციდენტის შემდეგ კი ქალმა 112–ში დარეკა და ძალადობის შესახებ განაცხადა. სამართალდამმცველებმა 38 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ბრალდებული სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე ​პრიმა მუხლის მე–2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 152–ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
| Print |