სამართალი
ნაპოვნი არასრულწლოვანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება
ახალციხეში დაკარგული ბიჭი სამართალდამცავებმა 10 იანვარს, ნათენაძის ქუჩაზე იპოვნეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად კლინიკაში გადაიყვანეს.

არასრულწლოვანი ამჟამად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმი ნესტან უშხვანი განმარტავს, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

,,დაკვირვების ქვეშ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. როგორც თვითონ ამბობს, მთელი ღამე უვლია, რადგან არ ეძინებოდა. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ღამე არ გაიყინა. ველოდებით ფსიქიატრს და მისი დასკვნის მიხედვით გადაწყვეტთ სად შეიძლება მისი გაშვება - სახლში თუ სამკურნალო დაწესებულებაში, როგორც აღმოჩნდა, მისთვის სახლიდან გაქცევის ეს პირველი მცდელობა არ არის"
- ამბობს მკურნალი ექიმი.  

17 წლის შშმ პირი, რომელიც ახალციხეში მინდობით აღზრდაში იმყოფება, 8 იანვარს დაიკარა. იგი მეურვესთან ერთად ქალაქის ცენტრალურ პარკთან იმყოფებოდა და მოულოდნელად გაურკეველი მიმართულებით წავიდა. 
| Print |