სამართალი
უამინდობის გამო, სამცხე-ჯავახეთში, სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თოვლის გამო, სამცხე-ჯავახეთის გზებზე, სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახალციხე-ადიგენის მიმართულებით, სოფელ ფარეხასთან მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავიდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის საავტომობილო გზაზე, სადაც ერთ შემთხვევაში მიკროავტობუსი მოცურდა და გზიდან გადავიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში სატვირთო მიკროავტობუსი გრეიდერს შეეჯახა.

ერთ-ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მძღოლი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შსს-ს ინფრმაციით, ორ შემთხვევაში ავარიაში მონაწილე პირები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ, ხოლო ასპინძის გზაზე მომხდარ ერთ-ერთ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხობს.
| Print |