სამართალი
ასპინძის გზაზე დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გამვლელმა გადაიყვანა
ასპინძა-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე დაშავებული ასპინძის ჰოსპიტალში გამვლელმა გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი შემთხვევის ადგილზე აღარ დახვდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, 58 წლის მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტს ფეხის დაჟეჟლობა აქვს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ბინაზე გავწერეთ,“ - განმარტავენ ასპინძის სავადმყოფოში.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს 18 იანვარს მოხდა. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხობს.
| Print |