სამართალი
ნინოწინდაში ავტომობილს მატარებელი დაეჯახა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე „ჰიუნდას“ მარკის ავტომობილს მატარებელი დაეჯახა. მანქანაში 40 წლამდე ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ნინოწმინდის მერის მოადგილის, არტავაზდ ტონოიანის ინფორაციით, მათ ავტომობილი, სავარაუდოდ ყინვის გამო მოუცურდათ.

დაშავებულები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

"ქალს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, ძალიან მძიმეა მდგომარეობა", - განმარტავენ რეფერალურ ჰოსპიტალში.

ინციდენტი დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

გამოყენებულია რადიო "ნორი" ფოტოები:


| Print |