სომხური მხარის სატვირთო მანქანებს ქვები დაუშინეს - სომხეთის საელჩო
21:38 / 25.01.2021
საქართველოში, ქვემო ფონიჭალის დასახლებასთან, უცნობი პირები სომხური სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო აბტომობილებს თავს დაესხნენ. როგორც სომხეთის საელჩოში განაცხადეს, თავდამსხმელებმა სატვირთო მანქანის შუშები ჩაამსხვრიეს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
“საქართველოში, ქვემო ფონიჭალის დასახლებასთან, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სომხური მხარის სატვირთო მანქანებს, ჩაამტვრიეს ზოგიერთი სატვირთო მანქანის საქარე და გვერდითი მინები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამის შემდეგ სატვირთო მანქანებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, მიაღწიეს საქართველო-სომხეთის საზღვარს და გადაკვეთეს იგი.
ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუდმივად ეკონტაქტება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავდროულად, აქტიურად მუშაობს, კანონის ფარგლებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და ამგვარი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად”, – აცხადებენ სომხეთის საელჩოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.