სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პირველმა პოლიციელმა თანამდებობა დატოვა
ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ში ამბობენ, რომ უწყებაში შიდა როტაცია მიმდინარეობს. ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს - ჯერჯერობით უცნობია.

ლევან ხარაბაძემ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი 2019 წლის 10 დეკემბერს დაიკავა. მას 2016-2018 წლებში ეკავა დიდუბე ჩუღურეთის და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი.

| Print |